რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, მაშინ როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან შევძელით ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა და დიდი გამოწვევა იყო ფასები და ინფლაციური საკითხები, ჩვენ მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები. ჯერ მარტო მედიკამენტებზე დაიწია ფასებმა 40-60 პროცენტით - შედეგად 400 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ფასები დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე - შარშან მთელი კამპანია გვქონდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია ჩამოსული იყო მიზნობრივ მაჩვენებელზე, 2%-ზე ქვემოთ. გავიგეთ, რომ სადღაც შეიძლება უფრო იაფია. ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ კიდევაც მუშაობას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უახლესი
7 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა