დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა ნავთობი და გაზი - გალტ & თაგარტის შეფასება

რატომ გაძვირდა ნავთობი და გაზი - გალტ & თაგარტის შეფასება

05-07-2023 09:45:02

გალტ & თაგარტის მსოფლიო ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახად, 2023 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა.

ამასთან, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით.

2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.

2023 წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია.

თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ით არის შემცირებული.

ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას. 

2023 წლის 5 თვეში საქართველოში $308 მილიონის ნავთობპროდუქტები იმპორტირდა. 2022 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი -11,2%-ით შემცირდა. გასული წლის 5 თვეში საქართველოში $347 მილიონის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. 

რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტს, 2023 წლის 5 თვეში, ქვეყანამ $259 მილიონის ბუნებრივი აირი შეისყიდა. 2022 წელთან შედარებით ზრდა 20,5%-ია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში $215 მილიონის ბუნებრივი აირი იმპორტირდა. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები