დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ძვირდება ზანზიბარში დასვენება

რატომ ძვირდება ზანზიბარში დასვენება

16-07-2023 14:16:38

ტანზინიის არქიპელაგის ზანზიბარის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაცია ინვესტორთა ასოციაცია ZATI-ის წარმომადგენლის ბენ ფრეჯ კაისზე დაყრდნობით ვრცელდება. 

მანამდე,ზანზიბარში დასასვენებელ ჩასულ თითოეულ ტურისტს, სასტუმროს ნომრის ფასის გარდა, მიუხედავად სასტუმროს კატეგორიისა და ტიპისა, ღამეში 1 აშშ დოლარი (ექვივალენტი ადგილობრივ შილინგებში) უნდა გადაეხადა. 

ახალი წესების მიხედვით, გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება სასტუმროს დონეზე.

სტუმრები, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ ერთვარსკვლავიან სასტუმროებში, გადაიხდიან 2 დოლარს ღამეში. მოგზაურებს, რომლებიც ცხოვრობენ 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებში, დღეში 4 აშშ დოლარის გადახდა მოეთხოვებათ, ხოლო მოგზაურებს, რომლებიც 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ ღამეში დამატებით 5 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ირკვევა, რომ ტურისტული გადასახადებიდან შესული თანხა საკურორტო ზონის განვითარებას მოხმარდება, რადგან კუნძულის ინფრასტრუქტურა ახალი სასტუმრო კომპლექსების სწრაფ ზრდას ვერ ეწევა.

ზანზიბარი, აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილია. ქვეყანა მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.

ვინაიდან კუნძული ეკვატორზეა, მთელი წლის განმავლობაში ის დაახლოებით +30-ია. ტემპერატურის სხვაობა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე გრადუსია.

ყველაზე ცივ თვეშიც კი საშუალო დღიური ტემპერატურა +25-ზე არ ჩამოდის. წვიმიანი სეზონი: აპრილი-მაისი. წლიდან წლამდე განსხვავებულია. კუნძულზე ტურისტები წვიმიან სეზონზეც არიან,თუმცა ყველა დანარჩენ თვეებში ზანზიბარში დასვენება სიამოვნებაა.ზანზიბარის სანაპიროსთან ოკეანეში წყალი მთელი წლის განმავლობაში 25 გრადუსზე მაღლა დგას.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები