თუკი წამლის მიღებამდე, მის ანოტაციას კითხულობთ, თითქმის ყველა შემთხვევაში შეგხვდებათ უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების ქვეთავები. იცით ამ ტერმინების ზუსტი მნიშვნელობა? თუ არ იცით, არ იდარდოთ, ამ სტატიაში მათ მნიშვნელობებსაც გაგაცნობთ და კონკრეტული წამლის — კორსიზის უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების ქვეთავებსაც შევაჯამებთ. მანამდე კი, თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ “რისი წამალია კორსიზი”, შეგიძლიათ ეს ბლოგი წაიკითხოთ.
უკუჩვენება
უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში უკუჩვენება განმარტებულია, როგორც სიმპტომი, რომელიც აჩვენებს გარკვეული წამლის, ან მკურნალობის რაიმე დაავადებისთვის შეუფერებლობას, ან საწინააღმდეგო ჩვენებას.
გვერდითი ეფექტი (გვერდითი მოქმედება)
ზოგად სამედიცინო და ფარმაკოლოგიურ პრაქტიკაში სამკურნალო საშუალების გვერდითი ეფექტი, ან გვერდითი მოქმედება — ამ ტერმინებით აღნიშნავენ თერაპიული საშუალების ფიზიკურ და (იშვიათად) ფსიქიკურ ტოქსიკურ რეაქციას. მოქმედება შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ალერგიული, ან მოულოდნელი.
უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების გარდა, წამლის ანოტაციებში ხშირად არის აღწერილი ასევე სიფრთხილის ზომები, ან განსაკუთრებული მითითებები. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, კორსიზთან მიმართებით თითოეული ქვეთავი საყურადღებოა, რადგანაც იგი საძილე და სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
რა უნდა ვიცოდეთ კორსიზის მიღებამდე?
გაითვალისწინეთ, რომ კორსიზის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური უნდა იყოს.
კორსიზი უკუნაჩვენებია თუ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის პორფირია, ღვიძლის, ან / და თირკმლის მძიმე დარღვევა, ან თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა კორსიზის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ასევე, რადგანაც მონაცემები არ არსებობს კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ, ის არ უნდა მიიღონ ბავშებმა. პრეპარატის მიღებისას აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება. გაითვალისწინეთ, რომ თუკი კორსიზს მიიღებთ, თავი უნდა აარიდოთ ისეთ აქტივობებს, რაც თქვენგან ყურადღებას, ან სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.
კორსიზის შედგენილობაში შემავალმა კომპონენტმა — ფენობარბიტალმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს სტივენ-ჯონსის და ლაიელის ( ალერგიის ფორმები) სინდრომის განვითარების რისკი, რაც მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში. ყურადღებით იყავით, თუ თქვენ კორსიზის მიღება დაიწყეთ და მაინც არ შეწყდება ტკივილი გულის არეში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მწვავე კორონალური სინდრომის გამოსარიცხად.
კორსიზი სიფრთხილით გამოიყენება, შემდეგი ჩვენებების დროს:
თუკი თქვენ გაქვთ ლაქტოზა-გლაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობა, კორსზისი მიღება არ არის რეკომენდებული, რადგანაც პრეპარატი ლაქტოზას შეიცავს.
ჯანმრთელობის აღნიშნულ მდგომარეობებთან, ან ინდივიდუალურ ჩივილებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, სანამ კორსიზის მიღებას გადაწყვეტთ.
შესაძლო გვერდითი მოქმედებები კორსიზის მიღების შემდეგ
ანოტაციის მიხედვით, კორსიზი კარგი ამტანობით ხასიათდება, თუმცა შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიკვეთოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა სიმძიმის შეგრძნება და სხვა), ასევე ნერვული სისტემის მხრივ (სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვეცა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, დაღლილობა, თავის ტკივილი და სხვა).
ანემია, ან არტერიული ჰიპოტენზია ასევე აღწერილია, როგორც სისხლმბადი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა.
ყურადღებით იყავით, გვერდითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს იმუნური სისტემის მხრივ, მაგალითად ალერგიული რეაქციების სახით, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, კანისა და ლორწოვანი გარსის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია, წამლის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია, რათა თქვენი ჯანმრთელობისთვის საყურადღებო უკუჩვენებები, განსაკუთრებული მითითებები, თუ გვერდითი ეფექტები გათვალისწინებული იყოს მკურნალობის კურსის დაწყებამდე.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა