ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,907,776 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23,956,573 ათასი ლარია.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 8,345,627 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 22,549,885 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8,505,946 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22,875,891 ათასი ლარია.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6,393,178 ათასი დოლარია, ანუ 17,193,813 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB),
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB),
რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი