დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი - ივლისის სტატისტიკა

რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი - ივლისის სტატისტიკა

19-08-2024 13:00:00

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 812 347 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 981 920 ათასი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივლისში 2023 წლის ივლისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2,5%-ითაა გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 595 986 ათასი დოლარი იყო. 

2024 წლის ივლისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 434 411 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 953 405 ათასი ლარია.

ივლისის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 396 955 ათასი დოლარია, ანუ 17 408 674 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები