2023 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42,900 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC Research-ის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 7.4%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2023 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 7,866 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 43.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.0%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 10,961 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.8%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 10,121 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 77.2%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უახლესი