ჩაქვში რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რაგბის მოედნის მშენებლობისათვის 4 332 707 ლარი დაიხარჯება, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გლობალ სტანდარმშენი“ ასრულებს.
ამ ეტაპზე მოედნის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. დასრულდა ტრიბუნების კარკასის მშენებლობა და ტერიტორიის ნაწილობრივი შემოღობვა.
თანამედროვე სტანდარტების სპორტულ ობიექტში სავარჯიშო და სატრენაჟორო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ცენტრი განთავსდება.
რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები მოეწყობა.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება