კულტურის კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.
მისი თქმით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27,8 მლრდ ლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაზე. მისი თქმით, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი.
სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება 19,6 მლნ ლარით დაფინანსდება; ინფრასტრუქტურის განვითარება - 50.0 მლნ ლარით; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარით; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარით; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 40,2 მილიონამდე ლარით; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 180,1 მლნ ლარით; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 46,4 მლნ ლარით; ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 8,0 მლნ ლარით.
კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
უახლესი
16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა17 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო