დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა 10 წელიწადში

რამდენი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა 10 წელიწადში

02-07-2023 12:00:12

2013- 2022 წლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდა 18 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით - 810 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძისთვის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწერილ წერილშია აღნიშნული. 

სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი.

„აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2023 წელს დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წელს გათვალისწინებულია 100 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც 107 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტზე გაფორმებულია ხელშეკრულებები და საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი ტენდერების გამოცხადება გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

დამატებით გაცნობებთ, რომ სამინისტროში დაცული ინფორმაციით, 2003-2012 წლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდა 7 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი“, - პასუხობს ირაკლი ქარსელაძე გივი მიქანაძეს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები