საქართველოში „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის პროექტმა, რომელიც მათ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საშუალებას აძლევს გაამართლა. როგორც Business Insider Georgia-სთან GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, საერთაშორისო კომპანიები საქართველოს მოსახლეობას ღირსეულ სამუშაო ადგილებს სთავაზობენ.
„დასაქმებულების რაოდენობა, IT ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო IT კომპანიებში, რომლებიც საქართველოში საგადასახადო რეფორმის შედეგად შემოვიდნენ, საშუალო ხელფასი არის 9000-ზე ლარზე მერი. რაც საქართველოში არსებულ სხვა საშუალო ხელფასზე თითქმის 5-ჯერ უფრო მეტია. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ეს საერთაშორისო კომპანიები საქართველოს მოსახლეობას სთავაზობენ ღირსეულ სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ მეტი საერთაშორისო IT კომპანიისთვის იყოს საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ხელსაყრელი გარემო. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია შემოვა და საქართველოს მეტ მოქალაქეს დაასაქმებს. ამ მიმართულებით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და განსაკუთრებულ ინვესტიციებსაც ახორციელებს ამ მიმართულებით, მათ შორის ადამიანურ კაპიტალში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსაყვანად საგადასახადო შეღავათებთან ერთად ადამიანური კაპიტალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„საგადასახადო შეღავათები მართლაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მოგეხსენებათ მხოლოდ 5%-ის იხდიან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში. თუმცა გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოში არსებობს. თუმცა ადამიანური კაპიტალი არის ის უმნიშვნელოვანესი, რითაც ინტერესდებიან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში შემოსვლისას. საგადასახადო მიმართულებით, რომ შევისწავლოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, უფრო ფართო რეგიონის ქვეყნები, ზოგ ქვეყანას კიდევ უფრო დაბალი საგადასახადო რეჟიმი აქვს, თუმცა ეს პირდაპირ პროპორციულად არ აისახება იმაში, რომ ბევრი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შევიდა. ამიტომ ერთობლიობაში რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ მოვიზიდოთ ამდენი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და რაღა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა კასრაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის ჯერჯერობით 2023 წლის ინვესტიციების მოცულობა არ გამოუქვეყნებია IT ამ მიმართულებით ბოლო წლებში საკმაოდ გამორჩეული მიმართულებაა.
„ინვესტიციის მოცულობა ეს ის მონაცემებია, რომელსაც კიდევ სჭირდება დათვლა. თუმცა გეტყვით, რომ რაც პირდაპირ ჩანს საბიუჯეტო შემოსავლებში ეს არის ის, რომ მარტო ხელფასებში მთელი 2023 წლის განმავლობაში ამ საერთაშორისო კომპანიებმა 1 მლრდ ლარის ხელფასები გასცეს საქართველოში. საუბარია მხოლოდ 120 კომპანიაზე. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ინდუსტრიას აქვს მზარდი და მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მშპ-ს ჩამოყალიბებაში და ამას მომავალში კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ“, - განუცხადა Business Insider Georgia-სთან GITA-ს თავმჯდომარემ.
კითხვაზე რამდენად გაამართლა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის შემოღებამ და იყო თუ არა თავიდანვე მაღალი პროგნოზი ავთანდილ კასრაძე პასუხობს, რომ „ნამდვილად არ გვქონდა ასეთი ოპტიმისტური გათვლები რა შედეგებიც მივიღეთ“.
„რათა თქმა უნდა რეგიონში არსებულმა სიტუაციამ თავისი როლი ითამაშა ამ ყველაფერში თუმცა შედეგი მართლაც წარმოუდგენელია და რაც მთავარია დავინახეთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ქვეყანაში ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად, საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის გაძლიერებისა და მულტინაციონალური საერთაშორისო კომპანიების დაინტერესების გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ კომპანიებს საშუალება მისცა „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი მიეღოთ და საგადასახადო შეღავათებით ესარგებლათ.
აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები, ასევე ცალკეული ხარჯების ნუსხა. აღნიშნული შეღავათები ეხება IT და საზღვაო სერვისებს.ავთან
უახლესი
3 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა