დღეს APM Terminals Poti-სა და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით პირველი ერთობლივი დასაქმების ფორუმი იმართება. .
ფორუმი საშუალებას მისცემს საზღვაო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გააცნონ დამსწრე აუდიტორიას სექტორში მიმდინარე სიახლეები, არსებული ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთ საგამოფენო სივრცეში გაესაუბრონ და გააცნონ თავი მათთვის საინტერესო ორგანიზაციებს, მიიღონ ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან არსებულ შეთავაზებებზე მათი შემდგომი დასაქმების.
როგორც Business Insider Georgia-ს APM Terminals Poti-ში განუცხადეს, დასაქმების ფორუმში 15-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელიც 40-მდე აქტიურ ვაკანსიას წარმოეადგენს.
„ფორუმში მონაწილეობენ სატრანსპორტო, ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიები. სწორედ ამ სექტორზეა გათვლილი ფორუმი. ხოლო რაც შეხება ვაკანსიებს ჩამონათვალი ასე გამოყურება: გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების სპეციალისტი, წარმოების მენეჯერი, IT ინჟინერი, გეითის ოპერატორი, კონტეინერის გახსნის სპეციალისტი, უსაფრთხოების კოორდინატორი, გაყიდვების წარმომადგენელი და სხვა“, - განმარტავენ APM Terminals Poti-ში.
უახლესი