დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს ვიზიტორებს „ენგური ატრაქცია“

რა სიახლეებს სთავაზობს ვიზიტორებს „ენგური ატრაქცია“

25-09-2023 19:00:11

 

პროექტი ვითარდება და გასულ წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა. ენგურჰესის ატრაქცია სულ უფრო საინტერესო ხდება, - ამის შესახებ Business Insider Georga-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

„2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ჩვენი ტურის ფარგლებში ენგურჰესის კაშხალს 81 709 ვიზიტორი ესტუმრა. ჯერჯერობით სვანეთში მიმავალ ჯგუფებზე ვმუშაობთ. ვიზიტორებს შორის არიან უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეებიც, რადგან სვანეთის ტურისტულ მიმართულებას ძირითადად შერეული ჯგუფები სტუმრობენ. ვიზიტორებს შორის არიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც“, - ამბობს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი.

მისივე თქმით, ორ კვირაში „ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სიახლეს შესთავაზებს.

„15 დღეში გაიხსნება აბსოლუტურად განსხვავებული გალერეა კაშხალზე, სადაც წარმოდგენილი იქნება საინტერესო მხატვრის ქეთი მელქაძის მუდმივმოქმედი პერსონალური გამოფენა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ენგურჰესზე მისული ვიზიტორები, კაშხლის, როგორც მხოლოდ საინჟინრო და მნიშვნელოვანი ენერგოობიექტით არ დაინტერესდნენ და დახვდეთ სხვა შემეცნებითი თუ კულტურული აქტივობები“,- ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

ამასთან, ატრაქციის მახლობლად წლის ბოლოს ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება და რაც „ენგურჰესის ატრაქციაზე“ სტუმრობას უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.   

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები