დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს „ქვევრები“ მომხმარებლებს

რა სიახლეებს სთავაზობს „ქვევრები“ მომხმარებლებს

10-11-2024 12:39:00

კახეთში, სოფელ შალაურში მდებარე განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსი „ქვევრები“ გაფართოებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ქვევრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი როჩიკაშვილი ამბობს, ამ დროისთვის სასტუმროს ტერიტორიაზე სპა ზონისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ამ პროექტის ფარგლებში პირადი ინვესტიცია 150 ათასი აშშ დოლარია და მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარეობს“, - ამბობს „ქვევრების“ დამფუძნებელი.

გიორგი როჩიკაშვილის  შეფასებით სასტუმროში შემოდგომის სეზონზე დატვირთულობა დაბალი იყო, ხოლო ზაფხულში საშუალო.

„ვიზიტორები ჩამოდიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აშშ-დან, ევროპიდან, კორეიდან, იაპონიდაან დაჩინეთიდან. ზამთრის სეზონისთვის ვგეგმავთ საახალწლო პროგრამას, ახლა ჩაეშვება სოლოს ფასდაკლების პროგრამა, რომელიც ძალაში იქნება გაზაფხულამდე“, - ამბობს გიორგი როჩიკაშვილი.

რაც შეეხება სასტუმროს ინფრასტრუქტურას, როგორც გიორგი როჩიკაშვილი განმარტავს, ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. განთავსებულია 20 ქვევრი-სასტუმრო ოთახი, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ოთახია, ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი გათბობით, რომლის პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი და კომფორტულია. პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები