„გურჯაანის ნაყინი“ ახალ სეზონს ახალი გემოებით ხვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანია „აისი“-ში განუცხადეს, 2024 წლის ნაყინის სეზონისთვის ჟირაფ ჟოზესთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალი საბავშვო ხაზი “ჟოზეს ნაყინი”, რომელიც ამ დროისათვის 4 სხვადასხვა სახეობით არის წარმოებული.
„ასევე, მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავაბრუნეთ ქიშმიშიანი ნაყინი “ქებული”, ახალი, განახლებული შეფუთვით. ბაზარზე კვლავ რჩება ძველი და ნაცნობი სახეობებიც“, - განმარტავენ კომპანიაში.
„გურჯაანის ნაყინს“ მიმდინარე სეზონზე გასული წლის ცხელ სეზონთან მიმართებაში პროდუქციის ფასი ფაქტობრივად არ შეუცვლია.
„შარშანდელ, 2023 წლის სეზონს, დადებითად ვაფასებთ. ყოველწლიურად ვცდილობთ ბაზრის უკეთ ათვისებას და ეს გაყიდვებზეც პოზიტიურად აისახება. წელსაც უკვე თანამშრომლობა დავიწყეთ “მადაგონის” ქსელთან და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვა ქსელურ მაღაზიებთანაც. 2024 წელს უფრო დიდი მოლოდინები გვაქვს. ვიმედოვნებთ, კარგი ამინდებიც ხელს შეგვიწყობს“, - აცხადებენ „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიაში.
ამ დროისთვის “ 30 დასახელების ნაყინს აერთიანებს.
„ბაზარზე კონკურენცია დიდია, მაგრამ გურჯაანის ნაყინი თავის ნიშას არ კარგავს და უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩვენც ყოველ წელს სიახლეებს ვთავაზობთ მომხმარებელს, ვამატებთ ნაყინის ახალ სახეობებსა და არომატებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, ბაზრის უკეთ ათვისება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებენ „აისი“-ში.
შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ნაყინს“ („აისი) ნაყინის წარმოების 50 წლიანი ტრადიცია აქვს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება