დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებით შეხვდა Bioli Wellness Resort-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს

რა სიახლეებით შეხვდა Bioli Wellness Resort-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს

06-08-2024 18:00:00

Bioli Wellness Resort-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით შეხვდა. როგორც Business Insider Georgia-სთან Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ახლოურმა განაცხადა, წელს ყველა პრემიუმ კოტეჯს სახურავის ტერასა დაემატა, სადაც ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი.

 ამ ეტაპზე კურორტზე 11 პრემიუმ კოტეჯი (გათვლილი 2 სტუმარზე) და 2 გრანდ პრემიუმ კოტეჯი (გათვლილი 4 სტუმარზე) ფუნქციონირებს, სადავ სტანდარტულად, ყოველდღიურად შესაძლებელია 30 სტუმრის მიღება. 

„გვაქვს ასევე ახალი რესტორანი, Terrace Kitchen & Bar - ტყეში ჩაფლული შენობა ულამაზესი ტერასით და ხედებით თბილისზე და კოჯრის ტყეზე.

სეზონის ბოლოსთვის კურორტზე გაჩნდება ახალი ხელოვნური ტბა და ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენებული რამდენიმე შალე. მიმდინარეობს მრავალსეზონური აუზის მშენებლობაც, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.

 კურორტზე გასულ წელს დაიწყო რამდენიმეწლიანი რენოვაციის პროექტი, რომელიც 60-ნომრიანი ეკო-სასტუმროს და მრავალფუნქციური, ულტრათანამედროვე სპა-ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებელს სერვისების კიდევ უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ“, - აცხადებს Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი.

Bioli Wellness Resort-ის ზაფხულში თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო ფასებს უცვლელად ინარჩუნებს. სეზონზე Bioli Wellness Resort-ის ჯავშნების 70%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.

„ველნეს კურორტი ზაფხულში თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს - ამ მხრივ, გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა არ შეცვლილა, მოთხოვნა უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. ჯავშნების თითქმის 70% უცხოელებზე მოდის - მათი ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან. 

რაც შეეხება ევროპელ დამსვენებელს, წელს, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაინტერესება არც ისე დიდია, რაც ჯავშნების სტატისტიკაზეც აისახა. ზაფხულის დასაწყისში ევროპიდან გაგვიუქმდა ერთი დიდი ჯავშანიც“, - აცხადებენ Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები