დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავლები მიიღო საქართველომ ტურიზმიდან 2024 წელს, რა სიახლეებია ავიაბაზარზე და როგორია აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკა - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა შემოსავლები მიიღო საქართველომ ტურიზმიდან 2024 წელს, რა სიახლეებია ავიაბაზარზე და როგორია აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკა - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

18-11-2024 13:30:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს  ტურიზმის შემოსავლები და აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკა  იყო. როგორც  Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, 2024 წელს ტურიზმის მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ხოლო საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკა რეკორდულია. 

ამასთან, გიორგი აბაშიშვილმა გასულ კვირას, რამდენიმე ეკონომიკურ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება: 

„ბიზნეს ინსაიდერის კალენდრის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი გვექნება ამ კვირაში. მაგრამ ყველაზე მეტად გვაინტერესებს დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელსაც ხვალ სტატისტიკის სამსახური სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით გაგვაცნობს. 

ასევე სამი სამუშაო კვირის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, ჯამურად რომ ვთქვათ, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები იზრდება. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარასკევ საღამოს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის დასტაბილურებული. მათ შორის მნიშვნელოვნადაა გამყარებული ევროსთან. ლარი წონასწორობის მაჩვენებელს დაუბრუნდა და მნიშვნელოვანია, რომ პანიკური ზეწოლა კურსზე მოხსნილია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მაგალითებიდან გამომდინარე რაც აქამდე გვქონდა, რომ შესაძლებელი იყო ყოფილიყო პანიკური ზეწოლა, ეროვნული ბანკის მოქმედებების შედეგად, აღმოჩნდა, რომ პანიკური ზეწოლის შედეგად, უბრალოდ ვაზარალებთ მოქალაქეებს და ვერანაირად ვერ დავაზარალებთ ლარს და ასე რომ ამ ნაწილში მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ იმ ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, რომელსაც ვგეგმავთ მოსახლეობა თუ ბიზნესკომპანიები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 

შემდეგ კი Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, ტურიზმისა და ავიაციის სექტორში შემოსავლებისა და მგზავრთნაკადის დინამიკა მიმოიხილა. 

„დავიწყოთ დღევანდელი ანალიტიკით, ვსაუბრობთ ტურიზმზე, აეროპორტებზე... საკითხი რომელიც ყველას განსაკუთრებით გვაინტერესებს. ტურიზმის შემოსავლები - 2024 წლის სამი კვარტლის მონაცემებით $3,5 მილიარდია,რომელიც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 6,5%-ით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის მაჩვენებლებზე, აქ ლარის კურსი აქტუალური თემაა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმიდან შემოსავლები, ლარის კურსზე მოქმედი ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია, 4-დან - გადმორიცხვებთან, ინვესტიციებთან და ექსპორტთან ერთად. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნაწილში გვაქვს ზრდა. ყოველთვის არის კითხვა, საიდან გვაქვს ზრდა?

ხშირად არის საუბარი, რომ ტურიზმის ნაწილში არის ზრდა მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით შემოსავალი  $456 მლნ-ია, ზრდა 2023წელთან შედარებით 6,7%-ია. ბრიტანეთი შემთხვევით არ არის აღნიშნული, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველოში უკვე დაიწყება პირდაპირი ფრენები ლონდონიდან, მათ შორის ფრენებს იწყებს „ბრითიშ ეარვეისი“, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ასე რომ,ამ მაჩვენებლის მხოლოდ ზრდაა მოსალოდნელი და არცერთ შემთხვევაში არ მოხდება კლება. 

ძალიან საინტერესო ნაწილია ისრაელი - მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა, ტურიზმიდან შემოსავლების თითქმის 25%-იანი ზრდა ფიქსირდება 2023 წელთან შედარებით და რა თქმა უნდა მაღალი მსყიდველობითი უნარით გამორჩეული საუდის არაბეთი, საიდანაც ზრდა 21,7%-ია. 

ასევე საინტერესოა, რომელი რეგიონები და რა მიმართულებებია პოპულარული - თბილისი და აჭარა ერთმანეთს ეჯიბრება და აჭარის მაჩვენებელი არის უფრო მეტად გაზრდილი, ეს რეგიონი პოპულარულია ვიზიტორებისთვის, ხოლო მცხეთა-მთიანეთის მონაცემები ერთად ჯობნის აჭარას. 

ასევე საინტერესოა, როგორია მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში. 10 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვხედავთ ვითარებას, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ასევე ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის სოლიდურ ზრდას. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულია მგზავრთა ნაკადის მაჩვენებელი. 

ალბათ ბუნებრივად დაისმება კითხვა, თუ როდის გვექნება კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აეროპორტი? რაზეც ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. 

ასევე საინტერესოა, რომ 2024 წელს საქართველოს ბაზარს, რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაემატა. თუმცა ჩვენ ველით კიდევ უფრო მეტს, მათ შორის „ბრიტანული ავიახაზების“ საქართველოში შემოსვლას“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები