დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ

რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ

29-03-2024 16:00:00

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 5%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 41%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იყო 2,339, ხოლო იანვარში -  2,237, ხოლო 2023 წლის თებერვალში კი - 1,656.

ირკვევა, რომ თებერვალში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების მისამართით დაფიქსირებული პრეტენზიების 44%-ი მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათების მიმართულებით დაფიქსირებული საჩივრები იყო. თებერვალში აღნიშნული მიმართულებით პრეტენზია ოფიციალურად 1021 მომხმარებელმა დააფიქსირა. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით დაფიქსირებული პრეტენზიები, რომელზეც საერთო პრეტენზიების 27%-ი მოდის, ხოლო მესამე ადგილს საკრედიტო ბარათებისადმი დაფიქსირებული პრეტენზიები, რომლის წილიც კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიებში 5%-ია.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები