კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 8,338.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 6,098.5 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეება სექტემბრის მაჩვენებლების შედარებას აგვისტოს მონაცემებთან ზრდა 0,3%-ია.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტებიდან 4,584.6 მლნ ვადიან დეპოზიტებზე მოდის, სადაც ლიდერობას 1 წელზე მეტი დროით განთავსებული დეპოზიტები ინარჩუნებენ. სექტემბრის მდგომარეობით მათი მოცულობა 1,924.3 მლნ ლარს შეადგენს.
სექტემბრის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 10.81%-ია.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა