ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა და მალე ქალაქს ძალიან ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი ეწვევა.
ივნისი-ივლისი-აგვისტო ბათუმისთვის ტურისტულად ყველაზე აქტიური სეზონებია. შესაბამისად ამ პერიოდში უფრო მოთხოვნადი ხდება სხვადასხვა ტურისტული სერვისები, მათ შორის ქალაქის ტურები.
სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად გამოჩნდა სხვადასხვა შეთავაზებები, რომლებიც ტურისტებს სხვადასხვა ტურებზე ეპატიჟებიან.
როგორც ირკვევა ბათუმის ტური წელს უფრო მოთხოვნადია ვიდრე გასულ წელს. ამ ტიპის ტურებზე ტურისტები ძირითადად წყვილებად დადიან. ტურის საშუალო ღირებულება 350 ლარია და თანხა შემდგომ ტურში მონაწილე ადამიანების რაოდენობაზე იყოფა.
ბათუმის მთელი დღის ტურში შედის ქალაქის თითქმის ყველა ღირშეანიშნავი ადგილის დათვალიერება.
ტურის ფარგლებში ვიზიტორები დაათვალიერებენ ბათუმის ძველ და ახალ ქუჩებს, გაეცნობიან ქალაქის ისტორიას, ეწვევიან მუზეუმებს, გაისეირნებენ ნავსადგურსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ისიამოვნებენ შავიზღვისპირა ქალაქის ულამაზესი ხედებით.
ბათუმის მთელი დღის ტურის ფარგლებში ვიზიტორები ეწვევიან: ბოტანიკურ ბაღს, გონიო-აფსაროსის ციხეს, ბათუმის ძველ და ახალ ბულვარს, წმ. ბარბარეს ეკლესიას, მოცეკვავე და მომღერალ ფანტანებს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარს, პიაცას მოედანს, წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, ნახავენ მედეას ქანდაკებას, საოცრებათა და ევროპის მოედნებს, ბათუმის პორტს, ანბანის კოშკს, ალი და ნინოს ქანდაკებას, და ბათუმის ერთ-ერთ მუზეუმს (სურვილის მიხედვით).
ტურის ფასში შედის:
• გიდის მომსახურება (ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, გერმანული, იტალიური ან ფრანგულენოვანი)
• ტური 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა
• ექსკურსიის ორგანიზება შესაძლებელია ყველა სეზონზე
• ტურის ორგანიზება შესაძლებელია, როგორც ჯგუფისათვის ასევე ინდივიდუალური მოგზაურებისათვის
უახლესი