დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს აია ნაპას მიმართულება ივნისში - გოუ ტური

რა ღირს აია ნაპას მიმართულება ივნისში - გოუ ტური

17-06-2023 19:00:06

ბოლო პერიოდში ქართველებში საკმაოდ მოთხოვნადი და მოდური გახდა აია ნაპა, რომელც კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია.

რუჯის მოყვარულთათვის აია ნაპაზე ტურისტული სეზონი მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

როგორც ტურისტულ კომპანია „გოუ ტურში“ აცხადებენ აია ნაპას მიმართულება ივნისში საკმაოდ იაფია.

„ბიუჯეტურ ვარიანტში შესაძლოა ფრენა და სასტუმროს ფასები 600 ლარიდან დაიწყოს, ხოლო ივლის-აგვისტოში ფასები იმატებს და ერთ ადამიანს მოგზაურობა 1200 ლარის ფარგლებში  შეუძლია.

აია ნაპაზე სრული პაკეტების შეთავაზება არ ხდება, საუბარია მხოლოდ ფრენასა და სასტუმროზე, საუზმით. ამ ფასების შემთხვევაში ფრენა არის ქუთაისიდან და საუბარია საშუალო კლასის სასტუმროზე“, - აცხადებენ „გოუ ტურში“.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისიდან კვიპროსის, კერძოდ ლარნაკას მიმართულებით Wizz Air-ი ოპერირებს, რომელიც ამ დროისათვის ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც კვიპროსის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს.

ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ კვიპროსი ზაფხულის გარდა მთელის წლის განმავლობაში საინტერესოა მიმართულებაა, რადგანაც კვიპროსში ბევრი სიწმინდეა და რელიგურ ტურებზე მზარდი მოთხოვნაა.

როგორც „გოუ ტურში“ ამბობენ კომპანია ამ მიმართულებით ჯგუფურ ტურებს კახა მიქიაშვილთან ერთად მართავს და კომპანიის ამ სერვისით სარგებლობა შემოდგომის სეზონზეა შესაძლებელი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები