დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს საერთაშორისო რეიტინგებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე - მიხეილ დუნდუას შეფასება

რა გავლენა აქვს საერთაშორისო რეიტინგებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე - მიხეილ დუნდუას შეფასება

07-06-2024 13:00:00

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციას საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველო პირველ ადგილზე გავიდა სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სამი საყრდენი აქვს ამ ინდექსს: საბიუჯეტო პოლიტიკის კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობა, ზედამხედველობა და საზოგადოების ჩართულობა. სამივე მიმართულებით საქართველო შესულია მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში და ერთად-ერთი სახელმწიფოა, რომელიც სამივე მიმართულებით დაიკავა ეს პოზიცია რეიტინგში. საქართველო გახდა ყველაზე მისაბაძი ქვეყანა საბიუჯეტო პოლიტიკის თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით თუნდაც ამ ინდექსის კუთხით“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე საქართველოს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაში საუკეთესო შედეგები ჰქონდა ეკონომიკის თავისუფლების კუთხით, სახელისუფლებო კეთილსინდისიერების ინდექსით, რომელსაც „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ აქვეყნებს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის მოხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახლახან ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა 2024 წლის ატლასი, რაც გულისხმობს კეთილდღეობას, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსს აერთიანებს. ატლანტიკური საბჭო ამ ინდექსით იკვლევს არსებული რეჟიმების მმართველობის თავისუფლების დონეს - სამართლიანი არჩევნები, სახელმწიფოს კეთილსინდისიერება, სამოქალაქო უფლებების დაცვა, პოლიტიკური სამართლიანობა და ა.შ. რითაც ხორციელდება მმართველობა, საქართველო შევიდა საუკეთესო 45 ქვეყანას შორის - ყველაზე თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში.

ამასთან კომენტარში მითითებულია, რომ თუ თავისუფლების პროცესი არის თანდათანობითი და მეთოდური სხვა ქვეყნებში, ორი ქვეყანა გამოირჩევა ნახტომისებური გაუმჯობესებით, ესაა საქართველო და ხორვატია.

საინტერესო ისაა, რომ საქართველო არის 40 ქვეყანას შორის, როდესაც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება ინდექსების ფორმირება და როცა აღქმებზე მიდის საუბარი, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.

რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოებული რეიტინგები, აქტუალურია ბიზნესისთვის ინვესტორებისთვის და საზოგადოებისთვის, რათა რეალური ინფორმაცია მიიღონ და სწორი გადაწყვეტილებებით გადადგან სწორი ნაბიჯები.

სხვაგვარად, აღქმებზე დაფუძნებული მოქმედებები არის მყიფე და ვერ მოიტანს შედეგს. ამიტომ რეალურ შედეგებზე, რეალურ კვლევებზე დაყრდნობით როცა ხედავს გარე ბიზნეს სამყარო, რომ მკვეთრად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ვითარება, საზოგადოებრივი განვითარების თუ სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია ეს აისახება დადებით ეკონომიკურ ზრდაზე, აისახება ინვესტიციებზე, დიდი პროექტების წარმოებაზე, რასაც ვხედავთ საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები