10 მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში".
შეხვედრის პირდაპირ ეთერს უზრუნველვყოფს ეროვნული ბანკი ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - fb.com/NationalBankofGeorgia/
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება