VR Holding-ი საკუთარ პროექტებში საცხოვრებელ ფართებს განსაკუთრებული პირობებით ყიდის. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, კომპანიამ ბაზარზე 2 უნიკალური პროდუქტი გამოიტანა.
„VR Holding-ი განსაკუთრებული პირობებითაა წარმოდგენილი. რომელიც გარდა სტანდარტული შიდა უპროცენტო განვადებისა, სადაც რაღაც კონკრეტული თანხის შემოტანის შემდეგ, მშენებლობის დასრულებამდე შეუძლიათ გადაანაწილონ, ბაზარზე გამოვიტანეთ 2 უნიკალური პროდუქტი. პირველი პროდუქტი, ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით 3 წლიან შიდა განვადებას. რას გულისხმობს? მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კომპანიები სთავაზობენ, რომ მშენებლობის დასრულებამდე შეუძლიათ თანხა გადაანაწილონ. ჩვენს შემთხვევაში ვთავაზობთ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ შეუძლია ბინა ჩაიბაროს, გაარემონტოს, იცხოვროს, ან სულაც გააქირაოს შემოსავალი მიიღოს და კიდეც 2 წელს ვაძლევთ შიდა უპროცენტო განვადებისთვის. რაც უნიკალურია და ამის საშუალებას ბევრი კომპანია არ აძლევს. ბევრი კი არა თითქმის არ არსებობს ბაზარზე.
მეორე და ყველაზე უნიკალური ეს არის, 10 წლიანი შიდა განვადება. ეს არის საბანკო სესხების ალტერნატიული პროდუქტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია პირველადი შენატანის გარეშე ბევრად უფრო ნაკლები ღირებულებით ფინანსურ ორგანიზაციებთან შედარებით, შეიძინონ ჩვენთან ბინა, მასზე მორგებული გადახდის პირობებით. ზოგადად ასეთი მიდგომა გაქვს ჩვენ, რომ მისი კლიენტის შემოსავლიდან, მისი ისტორიიდან გამომდინარე მას მოვერგოთ როგორი გადახდის პირობა აქვს.“, - აღნიშნა ბექა ფაშალიშვილმა.
VR HOLDING არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში.
კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს საქართველოს მასშტაბით, რომლებიც აყალიბებენ ქვეყნის ურბანულ ლანდშაფტს.
VR Holding – ის მიერ განხორციელებული პროექტები ასახავს ინიციატივას, მდგრადობასა და გთავაზობთ შეუდარებელ ხარისხს. VR Holding წარმოადგენს იმ დეველოპერულ კომპანიას, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი უახლესი კონცეფციებისა და სტანდარტების დანერგვაში.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია