თბილისის შუაგულში მდებარე ტურისტული კომპლექსი ჯინჯერ . Ginger მომხმარებელს უნიკალური სერვისებით იზიდავს. სტუმრების უმეტესობა უცხოელი ტურისტები არიან, რომელსაც სასტუმრო მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
შესაბამისად, მიზეზიც არაერთია, რის გამოც მომხმარებლები არჩევანს Ginger-ზე აკეთებენ.
როგორც ტურისტული კომპლექსის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან განმარტავს, სასტუმროსა და რესტორან „ჯინჯერის“ მახასიათებლები, რასაც სტუმრები გამოარჩევენ შემდეგია:
მშვიდი ატმოსფერო -ჯინჯერის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანი; მზრუნველი და თბილი გარემო, რომელსაც ადამიანები ქმნიან და რაც მთავარია, პერსონალური მომსახურება - ზრუნვა გამოხატული დეტალებში და მომსახურე პერსონალის დამოკიდებულებაში;
ხარისხი - როგორც მყარი პოზიცია, უცვლელი მაღალი სტანდარტი, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი;
ემოციური -საყვარელ ადამიანთან თუ ადამიანებთან ერთად სასტუმროში თუ რესტორანში სტუმრობა დაკავშირებულია ემოციასთან, მზრუნველი მომსახურება და აქაური ატმოსფერო კი ამძაფრებს ემოციის აღქმას და გამორჩეულ მოგონებად გარდაქმნის;
დახვეწილი - გემოვნებიანი, ნატიფი და ავთენტური დეტალები და აქცენტები დიზაინში, კომუნიკაციაში, მომსახურებაში, ღონისძიებაში;
სანდოობა - ამართლებს მოლოდინებს და ქმნის მოლოდინზე მეტს.
,,ჯინჯერის" სახასიათო ინტერიერი და დეტალებში გამოხატული დახვეწილობა ხშირად იპყრობს სტუმრების ყურადღებას. ინტერიერში თბილისური იერია გამოხატული. „ჯინჯერის“ ინტერიერის დიზაინის საკითხში კომპანიის დამფუძნებელი თავად იყო ჩართული. გვჯერა, რომ გარემო და დეტალები აუცილებლად უნდა ქმნიდეს სითბოსა და მყუდროების განცდას", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
რესტორანი „ჯინჯერი“ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად. კერძები ქართული სამზარეულოდანაა და მაქსიმალურად გამრავალფეროვნებულია თანამედროვე კომბინაციებით. რესტორანს პერიოდულად აქვს შეთავაზებები სტუმრებისთვის: მენიუები დაბადების დღისთვის, სეზონური მენიუები და ა.შ.
,,სიახლეების შემოტანა ქართულ სამზარეულოში და ჩვენი შეფების ექსპერიმენტები ყოველთვის იმსახურებს სტუმრების მოწონებას. რესტორანი ყოველდღიურად უამრავ ადამიანს მასპინძლობს, ასევე კორპორატიულ წვეულებებსა თუ პატარა ქორწილებს.
„ჯინჯერის“ როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის მომხმარებლები არიან როგორც ადგილობრივი სტუმრები, ისე უცხოელი ვიზიტორები.
როგორც აღინიშნა, სასტუმროს აქვს საკონფერენციო სივრცეებიც და ოფიციალური შეხვედრებისთვის მორგებული სერვისი.
„ჯინჯერი“ სამომავლოდ გეგმავს უფრო აქტიურად გამართოს ღონისძიებები ცოცხალი მუსიკით, ივენთები ჯინჯერში - საყვარელ ადამიანებთან ერთად განტვირთვის საუკეთესო ალტერნატივად აიქციოს.
მთავარი აქცენტი ყოველი სამომავლო გეგმისას, არის ის, რომ - ხარისხი და მზრუნველობა, როგორც სტუმრებზე , ისე თანამშრომლებზე „ჯინჯერის“ უცვლელ მახასიათებლად დარჩეს", - აცხადებს ,,ჯინჯერის" წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, რესტორანი „ჯინჯერი“ 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა. სასტუმრო ოთხი სხვადასხვა კატეგორიის 28 ნომერს მოიცავს. აქვეა ფუნქციონირებს მაღალი კლასის რესტორანი (შიდა სივრცით და დიდი ტერასით) , რომელიც სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და თანამედროვე ვარიაციების სინთეზს სთავაზობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი