დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეტაპზეა საბანკო პროდუქტებში AI-ის გამოყენება - რაზე იმსჯელებენ DataFest Tbilisi-ს ორგანიზებულ შეხვედრაზე

რა ეტაპზეა საბანკო პროდუქტებში AI-ის გამოყენება - რაზე იმსჯელებენ DataFest Tbilisi-ს ორგანიზებულ შეხვედრაზე

01-08-2023 09:00:00

,,რამდენიმე წელია თბილისში, მსგავსი ტიპის შეხვედრები  იმართება, რომელთა მიზანია მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს ერთმანეთი გააცნოს და მისცეს შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილების გაზიარების", - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან DataFest Tbilisi-ს ორგანიზატორმა ნინო მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,  2 აგვისტოს Lineate Georgia-ს ოფისში დაგეგმილ ღონისძიებას - ,,ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები" ორი სპიკერი ეყოლება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ აუდიტორიას. 

„ასეთი ტიპის შეხვედრაზე ყოველთვის გვყავს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპიკერებიც - ვცდილობთ, აქტუალური თემები, სიახლეები ან ქეისები დავაიდენტიფიციროთ და შესაბამისი სტუმრები მოვიწვიოთ აუდიტორიასთან სასაუბროდ. 2 აგვისტოს ღონისძიებაზე განხილული იქნება თუ როგორ ხდება დიდი მოცულობის მონაცემების გამოყენება მომხმარებისთვის პერსონიფიცირებული საბანკო შეთავაზებების მოსამზადებლად, რათა მე და თქვენ გვქონდეს ჩვენს ინტერესებზე მორგებული შემოთავაზებები ჩვენი ბანკისაგან. თუ რამდენად იყენებენ ბანკები ამას და რა ეტაპზე არიან აღნიშნული მიმართულებით ამას ჩვენს შეხვედრაზე მოვისმენთ. სწორედ ამ მიმართულებით, შეხვედრის ფარგლებში ერთი სპიკერი გვეყოლება „საქართველოს ბანკიდან“, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად მობაილ ბანკის შემთხვევაში როგორ ხდება მონაცემების დამუშავება, ხოლო მეორე სპიკერი გვეყოლება Lineate Georgia-დან, რომელიც ისაუბრებს ერთ-ერთი ამერიკული ბანკის მაგალითზე,  Conversational AI-ის გამოყენებით ( სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის სერვისით) როგორ ახერხებს მომხმარებლებთან ურთიერთობას“, - აღნიშნა DataFest Tbilisi-ს ორგანიზატორმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია, მასპინძელი - Lineate Georgia, ხოლო მხარდამჭერები - გრანთ თორნთონი და ფორსეტი.

„DataFest Tbilisi გიწვევთ მონაცემთა მეცნიერების მორიგ მითაფზე, რომელზეც ვისაუბრებთ საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე.

შეხვედრაზე, საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში და რა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად არის ის საჭირო;
- რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
- offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
- online feedback-ის ეფექტური დამუშავების და ამით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი იქნება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე. მას აქვს მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საბანკო პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის პროექტებზე, მათგან გამორჩეულია: ფინანსური და არაფინანსური პროდუქტების შეთავაზებები, გადინების და კლიენტის მოსალოდნელი მომგებიანობის (CLV) მოდელირება, ასევე „ფროდ დეტექშენი“ „ანომალი დეტექშენის“ და გრაფთა ანალიზის გამოყენებით.

შეხვედრაზე, ასევე, გავეცნობით სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ქეისს ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist), რომელსაც წარადგენს პროექტის გუნდის ლიდერი, Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძე. გიორგის აქვს 15-წლიანი გამოცდილება IT გუნდებისა და პროექტების მართვაში, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მხარდაჭერაში სხვადასხვა პლატფორმაზე.

შეხვედრა გაიმართება 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ ფორმატში - Zoom-ის საშუალებით და ფიზიკურ სივრცეში, მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის 13ტ, Lineate Georgia-ს ოფისი, სართული 2.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: shorturl.at/vwAV4.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები