QuickShipper-ი - ასე ეწოდება ლევან კილაძის, მარიამ ახვლედიანისა და ილია გიჯაშვილის მერ შექმნილ ქართულ სტარტაპს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი.
როგორც კომპანიაში Business Insider Georgia- თან განმარტეს, პლატფორმა ბიზნესებს ეხმარება ნებისმიერი არხიდან მიღებული შეკვეთების ეფექტიანად მიწოდებაში, იქნება ეს საკუთარი თუ გარე საკურიერო კომპანიების დახმარებით. ,
„ელექტრონული კომერციის ბოლო, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი - ამანათის მომხმარებლისთვის მიწოდებაა. ეს სწორედ ის ეტაპია, რომელზეც ყველაზე მეტია დამოკიდებული. როგორც წესი, მომხმარებლების 83% არ ასრულებს ყიდვის პროცესს, თუ მიტანის დროები მათთვის მიუღებელია და როცა შეკვეთის სტატუსების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
სწორედ ამ პრობლემების დაძლევაში კომპანიებს ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი QuickShipper-ი ეხმარება. კურიერები ასეთ დროს აპლიკაციის მეშვეობით მუშაობენ და რეალურ დროში აახლებენ შეკვეთების სტატუსებს. ეს კი კომპანიებს საშუალებას აძლევს საკუთარ მომხმარებელთან ჰქონდეთ გამჭვირვალე კომუნიკაცია", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ისეთ კომპანიას კი, რომელსაც კურიერი არ ჰყავს, QuickShipper-ის მეშვეობით შეუძლია საქართველოში არსებული ყველა საკურიერო კომპანიის შეთავაზებებისა და ფასების შედარება, თანაც ერთ სივრცეში. კომპანიებს აღარ უწევთ სხვადასხვა საკურიერო კომპანიასთან ცალკე ხელშეკრულებების გაფორმება, ანგარიშსწორება და ინდივიდუალური კონტაქტი, რადგან ეს ყველაფერი QuickShipper-ის ერთ ფანჯარაშია ცენტრალიზებული.
ცნობისთვის, QuickShipper-ის პირველადი ვერსია ნოემბერში ჩაეშვა და ამ დროისთვის უკვე საქართველოს უმსხვილესი კომპანიები იყენებენ.
პროდუქტის განვითარების მხრივ გუნდს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წლის ყველაზე დატვირთულ სეზონზე - დეკემბერში, კომპანიებს საგრძნობლად გაუმარტივებენ საჩუქრების დარიგების პროცესს.
QuickShipper-ის მიზანია, მიტანის ორგანიზებაში თითოეულ კომპანიას მინიმალური დრო, ენერგია და რესურსი ეხარჯებოდეს.
QuickShipper-ში ოპერირებისათვის ბიზნესები მათი შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე იხდიან საფასურს. ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა თითოეულ შეკვეთაზე, ან პაკეტური შეთავაზება თვის ჭრილში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობაზეა საუბარი.
პროდუქტის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, ინოვაციური პლატფორმის დამფუძნებლებმა ტესტირება 2022 წლის იანვრიდან დაიწყეს იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად იყო ბაზარზე მისი მოთხოვნა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებლებს შესთავაზებენ სრულიად ახალ პროდუქტს, რომლის ანალოგიც საქართველოში და რეგიონში არ არსებობს.
უახლესი
20 წუთის წინ
„სკიჯის სახლი“ საახალწლო ბოქსების წარმოებას იწყებს