დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პურის საწარმოებისთვის გაზის ტარიფზე განსხვავებული პირობა შენარჩუნდება - ლევან დავითაშვილი

პურის საწარმოებისთვის გაზის ტარიფზე განსხვავებული პირობა შენარჩუნდება - ლევან დავითაშვილი

04-12-2023 16:52:40

გაზის ტარიფზე პურის საწარმოებისთვის განსხვავებული პირობა იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ ვიე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა. 

მისი თქმით, „სოკართან“, რომელიც საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელია, ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

„როდესაც ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება, ეს პერიოდულად აისახება ხოლმე გაზის კომერციულ ტარიფში. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენციული პირობების შენარჩუნებას, ჩვენ გვაქვს ამაზე დიალოგი  ჩვენს პარტნიორებთან. 

ყოველ შემთხვევაში „სოკართან“, რომელიც მთავარი მომწოდებელია და ის ითვალისწინებს ამ სექტორის მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე, განსხვავებული ტარიფით სთავაზობს გაზს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი რეჟიმი შენარჩუნდება, ამაზე გვაქვს დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ძირითადად ჩვენ ამაზე გვაქვს შეთანხმება და დარწმუნებული ვარ რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს ზედმეტი წნეხი პურის მცხობელი კომპანიებისთვის. 

2024 წლის 1-ელი იანვრიდან  საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი იცვლება.

ამის შესახებ მომხმარებლებს „სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" ატყობინებენ. 

კერძოდ, ამ ბიზნეს ოპრატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები