სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი, რომელიც სასტუმრო ბიზნესს ერთი წელია რაც შეუერთდა და სტუმრების ვიზიტებითა, თუ ჯავშნების რაოდენობით კმაყოფილია.
Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მიუხედავად კარგი მეორე კვარტლისა, მესამე კვარტალში ვიზიტორებისა და ჯავშნების კუთხით, უფრო მაღალი მოლოდინები აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ Pullman Tbilisi Axis Towers-ი ერთი წელია რაც გაიხსნა, საკმაოდ დადებითი ტენდენცია გვაქვს. უმეტესად სტუმრები გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს. მესამე კვარტალში უკვე ველოდებით სტუმრების რაოდენობის ზრდას ინდოეთიდან. ამ ქვეყნიდან ბოლო მონაცემებით, ჯავშნებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნები შემოდის.
Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა, პირველი 6 თვე იყო საკმაოდ დაბალი დატვირთვა, თუმცა წელს უკვე, ბოლო 6 თვის განმავლობაში საკმაოდ დადებითი ტენდენცია გაქვს. ქალაქშიც კი წელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი უცხოელი ტურისტის შემოდინება შეინიშნება, რაც ცხადია სასტუმრო სექტორსაც დაეტყო“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თათია ჩიკვაიძე აცხადებს, რომ სასტუმრო აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ახალი კონტაქტების მოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
„Pullman Tbilisi Axis Towers-ი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მერ ორგანიზებულ გამოფენებში და შეხვედრებში. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას ჩვენთვის საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახალ კონტაქტებს ვიძენთ როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე სხვადასხვა ბიზნესკომპანიების, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა უნდა. მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
როგორც ირკვევა, Pullman Tbilisi Axis Towers-ს საკუთარი ინფრასტრუქტურით ქვეყანაში MICE ტურიზმის განვითარებაშიც შეაქვს თავისი წვლილი. სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, Pullman Tbilisi Axis Towers-ის საკონფერენციო დარბაზებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ამ მიმართულებით წლის ბოლომდე გარკვეული ჯავშნებიც კი არსებობს.
„საკონფერენციო დარბაზების მხრივ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცე გაქვს. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი დატვირთვა გვაქვს, როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიების მხრიდან. უკვე არაერთი უცხოურ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და წლის ბოლომდეც საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა შემოსული უცხოური კომპანიების მხრიდან“,- აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.
უახლესი