მას შემდეგ რაც სემეკმა GWP-ს გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა, განსაკუთრებით გააქტიურდა მათი პროექტები, -ამის შესახებ სემეკს თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარეობს როგორც მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე ტექნიკურად და მმართველობითი მიმართულებით გაუმჯობესება.
„შესაბამისად, პროგრესი ხელშესახებია და სახეზე გვაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში მოხდება კიდევ უფრო მეტი ქსელის მოწესრიგება, სატუმბი სადგურების მოდერნიზაცია და ის მმართველობითი ამოცანები რაც კომპანიას აქვს, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება უკეთეს სერვისში, იმაში, რომ არ იქნება წყვეტები და ავარიები და მომხმარებელი და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად კმაყოფილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა აქტიურად დაიწყო. სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების 2024 წელს დასრულებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კერძოდ:
ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოდერნიზაციისა და სტაბილური ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციაში ჯივიპი 7.2 მილიონი ლარიან ინვესტიციას ახორციელებს;
წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სტაბილური და გამართული ფუნქციონირებისთვის ახლით იცვლება დანადგარები და ინფრასტრუქტურა, სატუმბო სადგურებზე კი მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატები.
მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების 84 კილომეტრი სიგრძის მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, რაშიც კომპანია 51 მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს;
13 მილიონ ლარამდე ინვესტიციით სრულად აღიჭურვება და განახლდება ჯივიპის ავვტოპარკი და სპეც-ტექნიკა;
ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.
წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო პროექტებთან ერთად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო კამპანიებს, რომლებიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ და საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სერვისების შესახებ. ასევე, ინერგება ახალი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით, სადაც პერსონალური სივრცის დახმარებით მომხმარებელს მარტივად შეეძლება ელექტრონული სერვისებით სარგებლობა.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა