დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიული უნარების სააგენტომ, ყოველწლიური ღონისძიება „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ გამართა

პროფესიული უნარების სააგენტომ, ყოველწლიური ღონისძიება „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ გამართა

15-07-2024 16:00:00

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP) მხარდაჭერით,  გაიმართა ღონისძიება - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“.

ყოველწლიური ღონისძიების მიზანს წარმოადგენს რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, მათი სამომავლო თანამშრომლობის  განვითარება და  წახალისება

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნეს საქართველოსგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილეალექსანდრეწულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტომა ირინე მარგიშვილმა, აჭარისგანათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს რეგიონალურ განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემზია გიორგობიანმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ  და ქედას მუნიციპალიტეტის მერმა რონალდ ბერიძემ.

პროექტის ფარგლებში წელს 8 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო პრაქტიკის  მაგალითები გამოვლინდა:

პირველი ადგიილი მოიპოვა სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და  მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ პროექტით - „ინოვატორთა კლუბი-ციფრული კომპეტენციების განვითარება“:

მეორე ადგილი მოიპოვა სსიპ - კოლეჯი „მოდუსისა“  და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ - პროექტით  „პროფესიული განათლების საუკეთესო მხარდამჭერი“

მესამე ადგილი მოიპოვა სსიპ - კოლეჯ „იბერიისა“  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ პროქტით - „SkillUp რეგიონული ინიციატივა“

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები