საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.
მირი რეგევმა, რომელიც საქართველოს, პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო როგორც ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე, ისრაელის საზღვაო პორტებს და საზღვაო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, ხაზი გაესვა პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.
ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, წლის ბოლოს ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა.
უახლესი