საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიისკონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო. მთავრობის მეთაურმა პირველიშეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან -ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობისძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებშითანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციებიმიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებშისაქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორიეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვისსაქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადოპირობები და დინამიკურად ვითარდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზიდა აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებშიმნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Koç Holding-ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოსუმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალურიმოთამაშეა. მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანიუპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტსახორციელებს 150 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - ამერიკის შეერთებულშტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში დაა.შ.
კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს.
უახლესი