დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად - ვიქტორ ყიფიანი

პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად - ვიქტორ ყიფიანი

07-03-2023 22:10:29

„ჯეოქეისის“, თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება: 

„თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს ორი უმთავრესი და საბაზისო თვისება უნდა გამოარჩევდეთ: მოვლენების მშვიდად მიღება მაშინ, როდესაც მათი სასიკეთოდ შეცვლა ან მათზე ზემოქმედება ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო გამბედაობა მაშინ, როდესაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ხელეწიფებათ.

ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ორ თვისებას ერთსაც დავამატებთ: პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად“, - წერს ყიფიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები