დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - მარიამ ქვრივიშვილი

პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - მარიამ ქვრივიშვილი

06-03-2024 12:50:00

პირველად საქართველოში გუდაური  სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გუდაურში არსებული მთის ინფრასტრუქტურა როგორც წელს, ისე მომავალშიც მოემსახურება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობას, როგორიცაა მსოფლიო თასები და ჩემპიონატები.

„ყოველივე ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სამთო კურორტების სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი იზრდება, მას სტუმრობს კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე, განთავსების ობიექტების დატვირთულობასა და რა თქმა უნდა, იმ შემოსავლების ზრდაზე, რომელიც დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2024 წელს  ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც წარმატებით ჩაატარა გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. აღინიშნა, რომ გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რადგან სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. აღსანიშნავია, რომ სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ  ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და მსოფლიოს სხვა წამყვანი სამთო-სათხილამურო ქვეყნები.  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები