დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Photomate Eurasia, Astro Energy ჯგუფის პარტნიორი გახდა

Photomate Eurasia, Astro Energy ჯგუფის პარტნიორი გახდა

01-03-2025 15:25:00

მზის ენერგიის კომპანია Photomate Eurasia -მ, Astro Energy ჯგუფთან დაიწყო თანამშრომლობა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დირექტორმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა. გარდა ამისა, Photomate Eurasia არის  Huawei Digital Power-ის პარტნიორი.

Photomate Eurasia თანამშრომლობს Astro Energy ჯგუფთან, რომელიც „CHINT Group -ის შვილობილი კომპანიაა და მზის მოდულების ე.წ პანელების დისტრიბუციით არის დაკავებული სრულიად კავკასიაში. ჩვენ გავხდით მათი გლობალური დისტრიბუტორები ანუ ჩვენთან ერთად ისინი ამ ბაზარზე ოპერირებენ და ეს არის ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე. Huawei Digital Power-თან  კვლავ ვთანამშრომლობთ. კომპანია ახდენს მზის ინვერტორების ე.წ გარდამქმნელების დისტრიბუციას. Photomate Eurasia არის „ჰუავეის“ ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის და მსოფლიოს 23 ქვეყანაში და პლუს „ფოტომეით კავკასია“,  რომელიც ოპერირებს უშუალოდ კავკასიის რეგიონში და გახლავთ, ასევე „ასტრო ენერჯის“ გლობალური პარტნიორი“, - ამბობს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

ბაზარზე მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია და ყოვეთვიურად იზრდება. პროცესებში აქტიურად არის ჩართული როგორც ბიზნეს, ასევე სახელმწიფო სექტორი.

„ბაზარზე მოგეხსენებათ რომ გასული წლიდან მოყოლებული ყოველთვიურად იგრძნობა ზრდა განახლებული ენერგიის მიმართულებით. კერძოდ კი მზის მიმათულებით და ძალიან აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოც, აქტიურად ჩაერთო თვითონ ბიზნესიც და ბიზნესი ნამდვილად ითხოვს რომ განახლებადი ენერგია და კერძოდ, მზის მიმართლება იყოს სრულიად ათვისებული. შესაბამისად, პროექტები არის ძალიან ბევრი, როგორც კომერციული ისე საყოფაცხოვრებო და ისე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მიმართულებით. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა. პანელები და ინვერტორებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოგვდის, ვყიდით. ძალიან გაიზარდა მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო იქნება ზრდა ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ უკვე მთავრდება აუქციონი, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებლი ბიზნესთან და სრულიად ქვეყნის წინაშე. შესაბამისად, ამის დასრულების შემდეგ უფრო ცხადყოფს და  ნათელი იქნება სრული პროექტების სია და სრული პროექტების რაოდენობა და რამდენი მეგავატი უნდა აშენდეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდით და დიდი იმედი გვაქვს რომ ბაზარს სრულიად დავაკმაყოფილებთ. რაც შეეხება ბაზრის განაწილებას ჩვენ როგორც „ფოტომეითი“ და „ჰუავეის“ და „ასტრო ენერჯის“ ოფიციალური წარმომადგენელი ვფიქრობთ, რომ ბაზრის 70-80%-ს დღესდღეისობით ვფარავთ და ვაკმაყოფილებთ მიწოდებას “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

კომპანია აქტიურად გეგმავს მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს კომპანიის არსებობისა და საქმიანობის შესახებ.

„სამომავლო გეგემბს რაც შეეხება, ალბათ უფრო აგრესიულად დავიწყებთ მარკეტინგულ სვლებს, რომ უფრო მეტად გავაცნოთ, გავაგებინოთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს ბიზნესს. აქტიურად შევეცდებით რომ ვითამანშრომლოთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ეს მიმართულება უფრო მეტად იყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური სიძლიერე ქვეყანაში“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Photomate Eurasia 2021 წლიდან გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მზისინვერტორების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და ფოტოვოლტური მოდულების ფართო პორტფელს, რომელიც განკუთვნილია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული და დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები