საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე - ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძის და ლევან ძნელაძის კანდიდატურა წარადგინა. დეპუტატებმა ოთხივე კანდიდატურა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.
როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.
„წელიწადნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ეროვნულ ბანკს უწევდა ცხრიდან ხუთი წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შევძელით საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უახლესი
12 წუთის წინ
ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალია1 საათის წინ
„ველეულა“ ასორტიმენტს აფართოებს2 საათის წინ
თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო