დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარაპლანით ფრენების რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული  კანონმდებლობით მოხდება - მარიამ ქვრივიშვილი

პარაპლანით ფრენების რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული კანონმდებლობით მოხდება - მარიამ ქვრივიშვილი

14-06-2023 16:16:47

„საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პარაპლანით ფრენის განსახორციელებლად, იქნება ეს  სამოყვარულო თუ სასწავლო ფრენა,  ნებისმიერ ადამიანს  დასჭირდება, რომ აიღოს ფრენის შესაბამისი მოწმობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება ე.წ. უსაფრთხო საფრენოსნო ბარიერები, ხოლო ფრენების ოპერატორებს მოუწევთ  სერტიფიცირების უზრუნველყოფა იმ კონკრეტულ არეალებზე, საიდანაც უშუალოდ მოხდება პარაპლანების სერვისის მიწოდება" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში „საქართველოს საჰაერო კოდექსში" ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული  ცვლილები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს.

 

კანონპროექტი ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.   პროექტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც ექნებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მინიჭებული ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია და  შესაბამისი ლიცენზიები. ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.

 

„აღნიშნული კანონის პროექტით შემოგვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული რეგულირების მიმართულება, რაც უზრუნველყოფს, უპირველესად, ფრენების უსაფრთხოებას და იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ახორციელებენ  სერვისის მიწოდებას და მოხმარებას. ხაზგასასმელია, რომ მოხდება კონტროლი უშუალოდ პარაპლანების აღჭურვილობის მონიტორინგზე, ასევე მფრინავებს ექნებათ მნიშვნელოვანი ახალი მოთხოვნა, რაც გულისხმობს შესაბამისი დაზღვევის ქონას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას თუ  პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული  იურიდიული პირი, რომელსაც ზედამხედველობას  და კონტროლს გაუწევს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

 

„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო, ევროპული, საუკეთესო პრაქტიკით, ასევე,  რა თქმა უნდა, საბაზისოდ გამოვიყენეთ  პარაპლანის საერთაშორისო ფედერაციის მთავარი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, გვქონდა არაერთი დისკუსია, დიალოგი კერძო სექტორთან, შევჯერდით მათთან და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კანონპროექტი ასახავს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ყველაზე საუკეთესო მიგნებებს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ რისკებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

საკომიტეტო განხილვების შემდეგ კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები