დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთხი ხიდი თბილისში, რომელსაც შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს

ოთხი ხიდი თბილისში, რომელსაც შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს

21-12-2023 14:30:00

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, თბილისში ოთხი ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. 

ეს პროექტი მიზნად ისახავს თბილისში არსებული ოთხი ხიდის ხელახალ დაპროექტებას, რათა ისინი უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გახდეს ქვეითებისა და ველოსიპედით მოსიარულე ადამიანებისთვის:

• მეტეხის ხიდი

• საარბრიუკენის/მშრალი ხიდი

• გალაქტიონის ხიდი

• ბარათაშვილის ხიდი

„მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა წინასწარი სამუშაოები ამ პროექტების მასშტაბის განსაზღვრისთვის, ისეთი ელემენტები, როგორიცაა დაცული ველობილიკები, უსაფრთხო და პირდაპირი საფეხმავლო წვდომა, უნივერსალური მისაწვდომობა, ავტობუსების ზოლები, ნაკადის დამშვიდების ღონისძიებები და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ინტეგრაცია, და წყლის ავტობუსის გაჩერებები ორივე ბოლოს განახლებული ხიდების ძირითადი კომპონენტები იქნება. ასევე ხიდების გასწვრივ კეთილმოწყობის ელემენტები, მათ შორის სკამები, მიმზიდველი განათება და ჩრდილი იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია დოკუმენტში.

პასუხისმგებლობა 

TUDA პასუხისმგებელი იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წინასწარი პროექტის წარმართვაზე, ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მონიტორინგზე, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური სამსახური პასუხისმგებელი იქნება დეტალურ პროექტირებასა და მშენებლობაზე. გარემოს დაცვის სამსახური წარმართავს ფიზიკურ სამუშაოებს, როგორიცაა გამწვანება, მათ შორის დარგვა, მორწყვა და დრენაჟი.

კომუნიკაციებთან დაკავშირებული სამუშაოები იქნება შესაბამისი კომპანიის პასუხისმგებლობა. ხიდების მომსახურება ხიდის მოვლის ჩვეულებრივი ტექნიკური მომსახურების პროცედურების შესაბამისად წარიმართება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ. ზაარბრიუკენის მოედნის და ახალი საფეხმავლო ხიდის ტექნიკურ მომსახურებს უზრუნველყოფს „ეკოსერვისი“ ან „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც საჯარო სივრცეებს მართავს თბილისში

დოკუმენტის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11,639,282 აშშ დოლარია. პროექტი 2023-2029 წლებში უნდა განხორცოელდეს. მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის - 394,766 აშშ დოლარი განისაზღვრა. ზაარბრიუკენის ხიდი და მოედნისთვის - 315,778 აშშ დოლარი, გალაქტიონის ხიდის რეაბილიტაციაზე - 350,000 აშშ დოლარი დაიხარჯება, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე კი 350,000 აშშ დოლარი. ასევე იგიგმება ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა - 9,000,000 აშშ დოლარი. 

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები