მიმდინარე წელს ქვეყანაში 1.58 ათასი დოლარის ღირებულების 0.54 ტონა ახალი ბლის იმპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში ახალი ბლის იმპორტი არ დაფიქსირებულა.
რეალურად 2022 წელს ქვეყანაში ახალი ბლის იმპორტი მაისიდან დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ამ პროდუქტის იმპორტი ქვეყანაში გაცილებით ადრე განხორციელდა.
მიმდინარე წელს ახალი ბლის იმპორტი საქართველოში ორი ქვეყნიდან დაფიქსირდა, თუმცა ლიდერი თურქეთია, რომელზედაც მთლიანად იმპორტის 87%-ი მოდის, ხოლო დანარჩენი ნიდერლანდებზე ნაწილდება.
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში თურქეთიდან 0.47 ტონა ახალი ბლის იმპორტი განხორციელდა, ხოლო ნიდერლანდებიდან კი 0.08 ტონა.
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სახეზეა, რომ ახალი ალის იმპორტის კუთხით რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 498.77 ტონა ბალი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 538%-ით მეტია.
უახლესი
13 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა14 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება