დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზია  SANI • სანი  კომპანიის უპირატესობებზე

ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზია SANI • სანი კომპანიის უპირატესობებზე

22-02-2025 20:00:00

კომპანია 30 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ბევრი ერთგული მომხმარებელიც ჰყავს.

 

„30 წელიწადია, რაც  ბაზარზე ვართ და ხმამაღლა ვიტყვი,  რომ ჩვენ გვქონია კავშირი აბსოლუტურად ყველა ოპტიკასთან, დიდი ბრენდებიდან დაწყეული, საშუალო ბრენდებით დამთავრებული. ეხლა აღარ გვაქვს კავშირი, რადგან საცალოზე წავედით. ჩვენი ქსელი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებელი არ იყოს მოტყუებული. ყოველთვის სრულყოფილად ვაწვდით მომხმარებელს ინფორმაციას. წინასწარ ვუთანხმებთ დეტალებს და მათი თანხმობის შემდეგ ვაკეთებთ სათვალის შეკვეთას. ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შემოვიტანოთ და გავაცნოთ მომხმარებლებს  განსხვავებული ბრენდები, მინიმალურ ღირებულებაში. ასევე, ვარჩევთ ისეთ სათვალეებს, რასაც არ აქვს რეპლიკა და სულ რამოდენიმე ცალი შემოდის თითოეული მოდელიძალიან ინდივიდუალურად, სათითაოდ ვარჩევთ პროდუქციას. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლებს და შევთავაზოთ მაღალი ხარისხი. გამუდმებით, სიახლეების ძიებაში ვართ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.

 

SANI • სანიაქტიურად თანამშრომლობს ბევრ ქვეყანასთან, სადაც იწარმოება სათვალე და სათვალის მინა. კომპანიის,  ასორტიმენტში ხშირია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ნაწარმოები სათვალეები, განსაკუთრებით საბავშვო ხაზში.

 

მსოფლიოს გარშემო,  სადაც კი იწარმოება სათვალე და სათვალის მინა ყველა ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ. დაწყებული ინოეთიდან, კორეა, ჩინეთი , იაპონია, ასევე ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა:  იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი და სხვა.  ბრენდებათნ,  ვისთანაც ვთანაშრომლობთ იყენებენ მაზუჩელოს  აცეტატს, რომელიც ნაწარმოებია ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია შენზეში. აცეტატი არის არა პლასტმასი, არამედ  დაპრესილი ბიო პროდუქტი ბამბუკი და ბამბაა, რაც არის ძალიან ძვირფასი. სწორედ, ამ პროდუქტს ვიყენებთ  ჩვენ და ასევე იყენებენ ძვირიანი ბრენდები. აქტიურად, ვცდილობთ შემოვიტანოთ ბიო  და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. განსაკუთრებით, ბავშვის სათვალეები, რომელიც გვაქვს ჩვენს მაღაზიებში.  ეს არის სრულიად უსაფრთხო, იგივე მასალით ნაწარმოები სათვალეები, თურქული და შვეიცარული წარმოების. გამოირჩევა ანტიალერგიულობით. ჩვენი მიზანია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.

 

"სანი" მომხმარებლებს სთავაზობს, ოპტიკურ მომსახურებასა და საცალო გაყიდვებს, რაც მოიცავს ინვენტარს ოფთალმოლოგიური კლინიკებისა და სათვალის მაღაზიებისთვის.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები