ონლაინ ვაჭრობისას, ფასის მითითების ვალდებულების შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 5 წერილია შესული. ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერს“ სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ცნობით, აქედან, 3 შემთხვევაში განმცხადებელს განემარტა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები ფასის მითითების სტანდარტის შესახებ.
ხოლო 2 შემთხვევაში საქმის შესწავლა დაიწყო, რომელსაც ამჟამად მიმდინარე სტატუსი აქვს.
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
„ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:
– საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
– საქონელი იყიდება აუქციონზე;
– გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.
იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ ის გასაყიდი ფასის იდენტურია.
რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას – რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება