დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu-ს დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა

ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu-ს დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა

17-08-2024 12:39:00

PDD Holdings-ის დამფუძნებელი, კოლინ ჰუანი, რომელიც ფლობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu-ს, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, კოლინ ჰუანის ქონება 48.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოლინ ჰუანმა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში კომპანია Nongfu Spring-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ჩჟუნ შანშანი ჩაანაცვლა.

ჩინეთში უძრავი ქონების კრიზისის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის გამო, Temu-ს პლატფორმაზე პროდუქციის დიდი ასორტიმენტი შეღავათიან ფასებში მოთხოვნადი გახდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები