დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ONEX.GE-მ TEMU-ს პლატფორმიდან საქართველოში ამანათების უფასო პირდაპირი მიწოდება დაიწყო

ONEX.GE-მ TEMU-ს პლატფორმიდან საქართველოში ამანათების უფასო პირდაპირი მიწოდება დაიწყო

26-03-2024 11:00:00

გადამზიდავმა კომპანია ONEX.GE-მ TEMU-ს პლატფორმიდან საქართველოში ამანათების უფასო პირდაპირი მიწოდება დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-ს ONEX.GE-ს  საოპერაციო დირექტორმა მარიამ ბექაურმა განუცხადა ONEX და TEMU გახდნენ პარტნიორები და ამიერიდან TEMU.COM-ზე შეძენილ პროდუქციას საქართველოში ONEX.GE უფასოდ ჩამოიტანს. მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს მხოლოდ TEMU.COM-თან. 

TEMU არის Pinduoduo Inc.-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს დაბალ ფასებში პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს და მიწოდებას ახდებს ჩინეთიდან. TEMU-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, ტანსაცმელი, ტექნიკა, სახლის აქსესუარები, შინაური ცხოველების ნივთები და სხვა. 

„ONEX უკვე გთავაზობთ ნივთების პირდაპირ ტრანსპორტირებას TEMU-დან საქართველოში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები Temu-ზე Onex-ის საწყობის მისამართის მითითების გარეშე. ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი შოფინგის გამოცდილება, რაც გაგიადვილებთ მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ და როცა გჭირდებათ. შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ შოფინგი და ისარგებლოთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობით. უბრალოდ მიუთითეთ სასურველი მისამართი და მიიღეთ შეკვეთა პირდაპირ საქართველოში ყველაზე სწრაფად და უსაფრთხოდ“, - აცხადებს ONEX-ს საოპერაციო დირექტორი მარიამ ბექაური.

მისივე თქმით, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია და TEMU-ს პლატფორმაზე შეძენილ პროდუქციას, კომპანიებს შორის არსებული პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში სამომავლოდაც უფასოდ ჩამოიტანენ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები