ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად თბილისსა და ბათუმს შორის სატრანსპორტო საშუალებების სიხშირეები იზრდება. სიხშირეების ზრდა ხდება როგორც სარკინიგზო ისე საავტობუსო გადაყვანების მიმართულებით. .
კომპანია Omnibus Express-მა დღეს დააანონსა, რომ აახლებს თბილისსა და ბათუმს შორის სეზონურ გადაყვანებს.
თბილისი - ბათუმი - თბილისის ხაზზე რეისები შესრულდება ყოველდღიურად. თბილისიდან Omnibus-ის სატრანსპორტო საშუალებები გავა ორთაჭალის ავტოსადგურიდან, ხოლო ბათუმიდან „ბათუმი ცენტრალიდან“.
„სიახლე Omnibus-ის მგზავრებისთვის
თბილისი - ბათუმი - თბილისი
1-ელი ივლისიდან
რეისები სრულდება ევროპული სტანდარტის ავტობუსებით , თბილისის ორთაჭალის და ბათუმის რკინიგზის სადგურიდან.
თბილისიდან - 00:30 11:00
ბათუმიდან - 00:30 12:00
ჩვენთან დაგხვდებათ:
კომფორტული სავარძლები და კონდიცირება
გამაგრილებელი სასმელები
უფასო და ულიმიტო WiFi
USB დამტენები
ბილეთის ღირებულება - 40 ლარი
სასურველი ადგილების დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს omnibus.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
51 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები