დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ბირჟის ახალი სივრცე თითქმის 90%-ით არის დატვირთული - „თბილისი ცენტრალის“დირექტორი

ოქროს ბირჟის ახალი სივრცე თითქმის 90%-ით არის დატვირთული - „თბილისი ცენტრალის“დირექტორი

20-07-2023 18:00:29

ოქროს ბირჟას თბილისი ცენტრალში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ფუნქციურად, ისე დატვირთვის კუთხით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი უნიკალური და ამ მასშტაბის ობიექტი საქართველოში არ არსებობს. „ბირჟის ოპერატორებთან ერთად ჩვენი სურვილი იყო გაგვეფართოებინა ეს ობიექტი და ახლა თითქმის 5 ათას კვადრატულ მეტრზე, ნახევარ ჰექტარზეა განთავსებული, სადაც დაახლოებით 700-მდე ოქროს დილერია დასაქმებული.

იგეგმება სივრცის გალამაზება. მალე განთავსდება ყავის კუთხე, რაც გარემოს ახალ ფუნქციას შესძენს“, - ამბობს თბილისი ცენტრალის დირექტორი.

ლევან ყარალაშვილის შეფასებით, „თბილისი ცენტრალში“ ოქროს ბირჟის გაფართოების იდეამ გაამართლა.

„ლოკაციის გამსხვილება მოხდა და მომხმარებელს უფრო ფართო არჩევანი აქვს. რაც იყო როგორც „თბილისი ცენტრალის“, ისე ოქროს ბირჟის ოპერატორების სურვილი. დრეს ეს სივრცე თითქმის 90%-ით არის დატვირთული და ობიექტმა საკმაოდ კარგი სტარტი აიღო. შედეგები წლის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ ტენდენცია დადებითია“, - ამბობს „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი.

თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.

ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.

პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები