დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოკაცეს კანიონზე დაკიდებული მეტალის ბილიკი მეხამრიდი სისტემით აღიჭურვება

ოკაცეს კანიონზე დაკიდებული მეტალის ბილიკი მეხამრიდი სისტემით აღიჭურვება

28-09-2023 12:00:56

დაცული ტერიტორიების სააგენტო ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე დაკიდებული მეტალის ბილიკის მეხდაცვის სისტემის მოწყობას გეგმავს. აღნიშნული მომსახურების შესასყიდად სააგენტომ ტენდერი უკვე გამოცხადდა, სადაც განაცხადების მიღების ვადა 18 ოქტომბერს იწურება, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება118 010 ლარს შეადგენს.

მეხის (ელვის) შემოჭრისგან დასაცავი ობიექტი მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდას მიმდებარედ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოკაცეს კანიონის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე. ძირითად დასაცავ ობიექტს წარმოადგენს მეტალის, კლდეზე დაკიდული ბილიკი, ასევე მეტალის მასალისგან დამზადებული, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ბილიკისკენ ჩამავალი კიბეების კონსტრუქცია, ჩრდილოეთ განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი და სამხრეთით არსებული პანორამული გადასახედი.

ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე დასაქმებული პერსონალის, დამსვენებლების თუ სხვა ვიზიტორთა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, მეხის (ელვის) პირდაპირი შემოჭრისგან დაცვასთან ერთად, მეხდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოფ ობიექტზე მუდმივად არსებული განათების, საკომუნიკაციო, დაცვის, სათვალთვალო სისტემების, მხატვრული განათების ძვირადღირებული მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოებასა და მათი გამართული მუშაობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები