ეროვნული ბანკი სებ-ში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობის შექმნაზე განმარტებას აკეთებს.
რატომ სჭრდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში:
„ეროვნული ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების, ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე სებ - ის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ეროვნულ ბანკში შეიქმნა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დაიკავა მალხაზ ღუღუნიშვილმა.
მას ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სებ-ში მალხაზ ღუღუნიშვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
სებ-ის ინფორმაციით, მალხაზ ღუღუნიშვილს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში. ღუღუნიშვილი მუშაობდა საქართველოს პროკურატურსა და იუტიციის სამინისტროში.
ის 2012 წლიდან იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
2009–2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი
2008–2009 წწ. სებ-ში ფულადი სახსრების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და. შემდგომ
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თამამდებობას იკავებდა.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის გენერალური დეპარტამენტის უფროსი, 2000 – 2004 წლებში კი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის იურისტი, პროგრამის კოორდინატორი.
მალხაზ ღუღუნიშვილი1993 – 1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე.
უახლესი