დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნარჩენების ჩაბარების სანაცვლოდ მომხმარებლები „ტენეს“ კრიპტოვალუტის შეძენას შეძლებენ

ნარჩენების ჩაბარების სანაცვლოდ მომხმარებლები „ტენეს“ კრიპტოვალუტის შეძენას შეძლებენ

24-05-2023 18:00:20

„ჩვენთან გარემოზე ზრუნვა მომგებიანია" - ეს ,,ტენეს ახალი აქციაა. ამიერიდან ნარჩენების ჩაბარების სანაცვლოდ მოქალაქეებს ,,ტენეს" კრიპტოვალუტის შეძენაც შეეძლებათ.

ამასთან, კომპანიამ ჩასაბარებელი ნარჩენების სია გაზარდა.

პლასტმასის ჭიქებისა და ბოთლების გარდა, კომპანია მოქალაქეებისგან იბარებს სხვადასხვა დასახელების ნარჩენს, როგორიცაა ბოთლების თავსახურები, ალუმინის და პლასტმასის ქილები, ცელოფნის პარკები და სხვა.

როგორც ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Gerogia- თან აცხადებს, მოსახლეობისგან იბარებენ პლასტმასისა და ალუმინის თითქმის ყველა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომელიც გადამუშავდება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს. „ჩვენს ჩამბარებელ პუნქტებში შესაძლებელია სხვადასხვა ნარჩენის ჩაბარება, როგორიცაა ბოთლები, თავსახურები, ჭიქები, საჭმლის კონტეინერები და პლასტმასის ჭურჭლის მრავალის სახეობა, რომელიც ამიერიდან ნაგავსაყრელზე არ უნდა მოხვდეს. გარდა იმისა, რომ ეს სახიფათო ნარჩენი გარემოში არ მოხვდება და ზიანს შეამცირებს, გადამუშავდება და საზოგადოებას დიდ სარგებელს მოუტანს", - აცხადებს ბექა ონიანი.

„ტენეს“ ახალი პროექტი და შეთავაზება მარტივი და მომგებიანია. სხვადასხვა ნარჩენის ჩაბარებით მოქალაქეებს შეუძლიათ, დააგროვონ არამარტო ქულები, არამედ ტენეს კრიპტოვალუტაც - პლასტმასის ქოინი, რომლის გადაცვლაც შესაძლებელია ,,ტენეს" „იუ ეს ბი“ კაბელში! 1 ქულა =1 ლარს, ხოლო 1 პლასტმასის ქოინი = 0,25 თეთრს.

„ჩვენთან გარემოზე ზრუნვა მომგებიანია! მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ ჩაყარონ საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, შეინახონ ცალკე და ჩაგვაბარონ ჩვენ, სანაცვლოდ კი მიიღებენ ქულებს, რომლითაც უნიკალურ პროდუქციას შეიძენენ", - აცხადებს ,,ტენეს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს გლობალური პოტენციალ. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები