ნამდვილად ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ახალ, ისტორიულ მაქსიმუმებს აღწევს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ის სამი ძირითადი მიზეზი გამოყო, რის გამოც არის წარმატებები ორივე ინდუსტრიაში.
„პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენი გუნდისთვის, მმართველი გუნდისთვის ტურიზმის ინდუსტრია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს პრიორიტეტს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ სექტორს. შესაბამისად, ძალიან ეფექტური სტრატეგია და ძალიან მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
მეორე, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფაზე და იმაზე, რომ ჩვენ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურისტულ ბაზარზე შემოვიყვანოთ ახალია ავიაკომპანიები.
მესამე, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველო მუდმივად იყო პოპულარული, ტენდენციური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო არეალზე და სწორედ ამ სამი ძირითადი კომპონენტის სწორი და თანმიმდევრული მუშაობით გამომდინარეობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ორივე ინდუსტრია ასეთი დიდი წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა მან.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება